შრომა (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
გაზეთისთვის პრიორიტეტულ თემათა ნუსხაში შედის სოფლის მეურნეობისა და მიწის საკითხები. მაგ., სტატიაში „ეროვნული დემოკრატია და სოფელი“ (1918, №7, 9, 10, 13), რომელიც „სოფლელის“ ფსევდონიმით (ნიკო ავალიშვილი) ქვეყნდება, საუბარია ქართული სოფლის მდგომარებაზე, გლეხების გასაჭირზე, მიწის საკითხზე და ა. შ. მასში მკაფიოდაა წარმოჩენილი ამ პრობლემებზე ეროვნულ-დემოკრატების თვალთახედვა. „ეროვნული დემოკრატები სოფლის ხალხს საკუთრების დაცვას პირდებიან. ამით ამაყობენ ისინი და ამაში ხედავენ თავის უპირატესობას სოციალისტების წინაშე“, - წერს ავტორი. ზოგადად, გამოცემამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არაერთი საგულისხმო წერილი მიუძღვნა (მაგ.: „ეკონომიკური პოლიტიკისათვის“, 1921, №2; „ტყვარჩელის ქვანახშირის კონცესია“, 1921, №4 და სხვ.). გაზეთში მწირად, თუმცა დროდადრო მაინც იბეჭდება მხატვრული ნაწარმოებები: მაგ., ნინო თარიშვილის ლექსი „სექტემბრის დილა“ (1921, №5), ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსები (1921, №8). აქა-იქ გვხვდება განცხადებები და რეკლამები.
 
::::::::::::::::::::::::::'''''მანანა შამილიშვილი'''''
+
'''''მანანა შამილიშვილი'''''
 +
 
 +
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
 
*გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;  
 
*გაზ. „შრომა“, 1918-1922.
 
*გაზ. „შრომა“, 1918-1922.
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/003111/ საქართველოს გაზეთები]
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/003111/ საქართველოს გაზეთები]
  
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]]
 
[[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]]

მიმდინარე ცვლილება 20:49, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

„შრომა“ - (აგვისტო, 1918 - სექტემბერი, 1922, თბილისი) - ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის (სოციალისტ-რევოლუციონერთა) პერიოდული ორგანო. 1919 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საორშაბათო კვირეული გაზეთი.

გაზეთს სხვადასხვა დროს რედაქტორობდნენ: 1918, 1919 და 1920 წლებში №19-მდე სარედაქციო კოლეგია: ლეო შენგელაია, ივ. გობეჩია, ი. ნუცუბიძე; 1920 წლის დასახელებული ნომრიდან 1921 წლის თებერვლამდე რედაქტორი იყო ი. ნუცუბიძე; 1921 წელს ისევ სარედაქციო კოლეგია; 1922 წელს სარედაქციო კოლეგია: ლ. შენგელაია, ივ. გობეჩია, ბ. ჩიქობავა. სარედაქციო კოლეგიის წევრთა გვერდით, გაზეთის ძირითად თანამშრომელთა შორის უნდა დავასახელოთ: გ. ნათაძე, მ. ჩხეიძე, ივ. ბახტაძე, მ. ჭანიშვილი, ა. კაკაბაძე, გ. მეფარიშვილი და სხვ.

პროფილიდან გამომდინარე, გაზეთი უმთავრესად პარტიის ამოცანებს ასრულებს და მისი ინტერესის შესაბამისად აშუქებს თანადროულ მოვლენებს. გამოცემის თვალთახედვის არეში ექცევა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, კერძოდ, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. დიდ ადგილს უთმობს საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის, პრესის მიმოხილვას, პარტიებს შორის წინააღმდეგობრივ ურთიერთობების, ეკონომიკის საკითხებს. მუდმივად აშუქებს დამფუძნებელი კრების მუშაობას (ამ თემაზე წერილები ქვეყნდება რუბრიკით „დამფუძნებელი კრება“, მაგ.: 1920, №8, 1921, №1; 1921, №5 და ა.შ.). 1921 წლის მე-4 ნომერში ქვეყნდება საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, რომელიც დამფუძნებელ კრებას სოციალისტ-რევოლუციონერებმა წარუდგინეს.

გაზეთისთვის პრიორიტეტულ თემათა ნუსხაში შედის სოფლის მეურნეობისა და მიწის საკითხები. მაგ., სტატიაში „ეროვნული დემოკრატია და სოფელი“ (1918, №7, 9, 10, 13), რომელიც „სოფლელის“ ფსევდონიმით (ნიკო ავალიშვილი) ქვეყნდება, საუბარია ქართული სოფლის მდგომარებაზე, გლეხების გასაჭირზე, მიწის საკითხზე და ა. შ. მასში მკაფიოდაა წარმოჩენილი ამ პრობლემებზე ეროვნულ-დემოკრატების თვალთახედვა. „ეროვნული დემოკრატები სოფლის ხალხს საკუთრების დაცვას პირდებიან. ამით ამაყობენ ისინი და ამაში ხედავენ თავის უპირატესობას სოციალისტების წინაშე“, - წერს ავტორი. ზოგადად, გამოცემამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არაერთი საგულისხმო წერილი მიუძღვნა (მაგ.: „ეკონომიკური პოლიტიკისათვის“, 1921, №2; „ტყვარჩელის ქვანახშირის კონცესია“, 1921, №4 და სხვ.). გაზეთში მწირად, თუმცა დროდადრო მაინც იბეჭდება მხატვრული ნაწარმოებები: მაგ., ნინო თარიშვილის ლექსი „სექტემბრის დილა“ (1921, №5), ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსები (1921, №8). აქა-იქ გვხვდება განცხადებები და რეკლამები.

მანანა შამილიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;
  • გაზ. „შრომა“, 1918-1922.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები