წაღვერი (დაბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Daba waRveri.PNG|thumb|250პქ|წაღვერი]]
 
[[ფაილი:Daba waRveri.PNG|thumb|250პქ|წაღვერი]]
'''წაღვერი'''  – მნიშენელოვანი მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი [[საქართველო]]ში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე).  დაბა წაღვერი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, [[მდინარე]] გუჯარეთისწყლის ნაპირებზე.  
+
'''წაღვერი'''  – მნიშვნელოვანი მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი [[საქართველო]]ში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე).  დაბა წაღვერი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, [[მდინარე]] გუჯარეთისწყლის ნაპირებზე.  
  
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] სადგრის (სადგერის) ხეობის სოფლებს შორის ასახელებს წაღვერს,მაგრამ მის მიერ მოტანილი [[ჰიდრონიმი]] წაღვლისწყალი ამჟამინდელი ქარელის რაიონის ტერიტორიას გულისხმობს: „აბანოს ერთვის ამ წყალს (ივარაუდება ბრეძის-წყალი, გ.ბ.) წაღვლის-წყალი, და ბრეძას მოერთვის აბანოს-წყალი“. [[იოანე ბატონიშვილი]]ს „ქართლ-კახეთის აღწერაში წაღველის ნაცვლად დადასტურებულია წაღვი, რაც მათ შორის ერთგვარ ისტორიულ კავშირს გვავარაუდებინებს. კერძოდ, ხომ არ არის ვახუშტისეული წაღველი ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელი სახელი, ისევე, როგორიცაა: რველი (იხ.), [[დისველი]] (იხ) და სხვ. წაღვ-ელ-ი – „წაღვლიდან საცხოვრებლად გადასულ კომლთა ახალი სამოსახლო“. „წაღვლ-ელ-თა სოფელი“? როგორც ჩანს, მოგვიანებით მომხდარა ამ -ელ სუფიქსის -ერ სუფიქსად ცვლა (შდრ. ვახუშტისდროინდელი ბაკულიანი და დღევ. ბაკურიანი), მაშასადამე წაღვერი (წაღვლ-ელ-ი) – ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელ ტოპონიმად უნდა ვცნოთ. ისიც უთუოდ მნიშვნელოვანი და   
 
მიმდინარე ცვლილება 00:15, 18 აპრილი 2024 მდგომარეობით

წაღვერი

წაღვერი – მნიშვნელოვანი მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე). დაბა წაღვერი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, მდინარე გუჯარეთისწყლის ნაპირებზე.

ვახუშტი ბატონიშვილი სადგრის (სადგერის) ხეობის სოფლებს შორის ასახელებს წაღვერს,მაგრამ მის მიერ მოტანილი ჰიდრონიმი წაღვლისწყალი ამჟამინდელი ქარელის რაიონის ტერიტორიას გულისხმობს: „აბანოს ერთვის ამ წყალს (ივარაუდება ბრეძის-წყალი, გ.ბ.) წაღვლის-წყალი, და ბრეძას მოერთვის აბანოს-წყალი“. იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში წაღველის ნაცვლად დადასტურებულია წაღვი, რაც მათ შორის ერთგვარ ისტორიულ კავშირს გვავარაუდებინებს. კერძოდ, ხომ არ არის ვახუშტისეული წაღველი ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელი სახელი, ისევე, როგორიცაა: რველი (იხ.), დისველი (იხ) და სხვ. წაღვ-ელ-ი – „წაღვლიდან საცხოვრებლად გადასულ კომლთა ახალი სამოსახლო“. „წაღვლ-ელ-თა სოფელი“? როგორც ჩანს, მოგვიანებით მომხდარა ამ -ელ სუფიქსის -ერ სუფიქსად ცვლა (შდრ. ვახუშტისდროინდელი ბაკულიანი და დღევ. ბაკურიანი), მაშასადამე წაღვერი (წაღვლ-ელ-ი) – ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელ ტოპონიმად უნდა ვცნოთ. ისიც უთუოდ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ფაქტია, რომ ხაშურის რაიონში არის სოფელი წეღვერი. ეს გარემოება კიდევ უფრო გვიმტკიცებს რწმენას წაღვერისა და წაღლვლ-, წელვერის ურთიერთკავშირის თაობაზე. სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია სრულიად საწინააღმდეგო ვარაუდი, რომლის მიხედვითაც წაღველი „იქითა ველად“, წიაღ-ველად ანუ „გაღმა მხარეს მდებარე ველად" გაიაზრება. თუმცა აშკარაა, რომ თანხმოვანი წაღვ(-ლ) ფუძის კუთვნილებაა და არა სიტყვა „ველი“-ს თავკიდურა თანხმოვანი. ამის მიუხედავად ეს თვალსაზრისი სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ გაზიარებულია: მართლაც ასეთია ძველი წაღვრის მდებარეობა აწინდელ წაღვერთან მიმართებითო. როგორც ვთქვით, წაღველში სიტყვა წიაღისა და ველის (წიაღი-იქითა, გაღმა მხარე) გულვება გაუმართლებლად გვეჩვენება.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები