წერეთელი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Konstantine wereteli.PNG|thumb|კონსტანტინე წერეთელი]]
 
'''კონსტანტინე წერეთელი''' – (დ. 4 თებერვალი 1921, [[თბილისი]], – გ. 27 თებერვალი 2004. იქვე), ენათმეცნიერი, სემიტოლოგი, ფილოლოგიურ, მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (1993).  
 
'''კონსტანტინე წერეთელი''' – (დ. 4 თებერვალი 1921, [[თბილისი]], – გ. 27 თებერვალი 2004. იქვე), ენათმეცნიერი, სემიტოლოგი, ფილოლოგიურ, მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (1993).  
  

მიმდინარე ცვლილება 01:28, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

კონსტანტინე წერეთელი

კონსტანტინე წერეთელი – (დ. 4 თებერვალი 1921, თბილისი, – გ. 27 თებერვალი 2004. იქვე), ენათმეცნიერი, სემიტოლოგი, ფილოლოგიურ, მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (1993).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური, ფაკულტეტი (1941). ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ, მუშაობას თსუ-ში (1944-იდან); იყო სემიტოლოგიის კათედრის გამგე (1977-83); 1991-დან – ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1960-იდან მუშაობდა გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების გამგედ. 1996 მიენიჭა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.

კ. წერეთელი იყო ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის წევრი (1976). ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, აღმოსავლეთმცოდნეთა საკავშირო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი (1980), ამერიკის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებულ. აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელი (1994).

კ. წერეთლის კვლევის სფერო იყო არამეისტიკა. ებრაისტიკა და შედარებითი სემიტური ენათმეცნიერება. მისმა გამოკვლევებმა თანამედროვე ასურული ენისა და არამეული დიალექტების სტრუქტურის შესახებ საფუძველი ჩაუყარა ამ დარგის პრობლემათა კვლევას ყოფილ სსრკ-ში. კ. წერეთლის მონოგრაფია „სირიული ენა (რუსულ ენაზე. 1979) პირველი გამოკვლევაა ჩვენს ენათმეცნიერებაში, რომელშიც სრულყოფილადაა აღწერილი კლასიკური სირიული ენის სტრუქტურა. ხოლო „არამეული ენა” (1982) ავტორის მიერ ამ დარგში ჩატარებული მუშაობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს. მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ასირიოლოგიას. უმაღლესი სასწავლებლებისათვის შეადგინა სახელმძღვანელო „თანამედროვე არამეული ენის ქრესტომათია ლექსიკონითურთ" (I გამოცემა –1958, II – 1980); შრომები მიუძღვნა სემიტური წარმოშობის ხალხთა აღმნიშვნელ ეთნიკურ ტერმინებს ქართულში („ებრაელი“, „არაბი“, „სირიელი“…), სემიტური ენებიდან ნათარგმნი ტექსტების ენის თავისებურებებს და სხვ. კ. წერეთლის ინიციატივით თბილისის ზოგიერთ საშუალო სკოლაში შემოღებულ იქნა აღმოსავლური ენების (არაბული, სპარსული, თურქული) სწავლება.

კ. წერეთელს მინიჭებული აქვს ივ. ჯავახიშვილის პრემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I ხარისხის პრემიები (1951, 1959, 1970), აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში გამოქვეყნებულ ნაშრომთა ციკლისათვის – აკად. გ. წერეთლის სახ. პრემია (1989 ამ პრემიის პირველი ლაურეატი) და სახელმწიფო პრემია ნაშრომთა ციკლისათვის „საქართველოს არამეული წარწერები“ (1998). დაჯილდოებული იყო ისრაელის მეცნიერებათა აკადემიის მედლით – „ალბერტ აინშტაინის მედალი” (1999), ღირსების ორდენით (1996), იყო ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).


გ. ახვლედიანი.
ვ. ჩიქოვანი


[რედაქტირება] თხზულებები

  • ნარკვევი თანამედროვე ასურული დიალექტების შედარებითი ფონეტიკისა, თბ. 1958;
  • თანამედროვე ასურული ენის გრამატიკა, თბ., 1968 გერმანულად – 1978, ინგლისურად – 1978);
  • შენიშვნები არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტზე, თბ., 1992;
  • მცხეთის არამეული ამულეტი. – კრ.: «მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები», ტ. II. თბ. 1996 (ინგლისურად – 1998);
  • სემიტი ხალხების აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები ქართულში, თბ., 2000;

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები