ჯაჯანაშვილი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/5435/ არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი]
+
*[http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/5435/ არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/07/08/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c/ ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე]
  
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]

მიმდინარე ცვლილება 16:13, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით

არჩილ ჯაჯანაშვილი

ჯაჯანაშვილი არჩილ - (1885-1937) - ქართველი პუბლიცისტი, მწერალი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1918).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

თბილისის ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდგომ თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან („ივერია“, „ცნობის ფურცელი“...). პოლიტიკურ, სალიტერატურო თემებზე წერილებს აქვეყნებდა „გ. ბარელის“, „გ. ბარველის“ ფსევდონიმით. იყო ბელეტრისტი, მთარგმნელი და რედაქტორი. შეადგინა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოს „სახალხო გაზეთის“ რედაქტორ-გამომცემელი. რედაქტორობდა აგრეთვე გაზ. „დროშას“. ა. ჯაჯანაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კვოტით შეიყვანეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში. იყო პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარების შესახებ კანონის ავტორი. შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს.

ბონდო კუპატაძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები