აბალახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბალახი

აბალახი − (ინგლ.Abalakh, რუს.Абалах), ბალნეო-პელოიდური საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, იაკუტიაში, მეგინო-კანგალასის რაიონში (ულუსში), იაკუტსკიდან 100 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მლაშე ტბა აბალახის ნაპირზე და მდინარე ლენის მარჯვენა სანაპიროზე. რელიეფი − ვაკე.

ჰავა − მკვეთრად კონტინენტური. ზამთარი მკაცრია, ცივი და ხანგრძლივი; თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -43°C.ზაფხული გრილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19°C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 200 მმ-ს. წვიმები, ძირითადად, მოდის ზაფხულში.

მცენარეული საფარი − აბალახის მიდამოები დაფარულია ტაიგით, რომელშიც გაბატონებულია ფიჭვი და ლარიქსი. ამ ხეებთან შერეულია: არყისა და ალვის ხეები, ვერხვი, ნეკერჩხალი და სხვ.

აბალახის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მლაშე ტბა, აბალახის ლამის სულფიდური ტალახი და ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი რაპა. რაპის მინერალიზაცია დამოკიდებულია იმ სიღრმეზე, საიდანაც იგი ამოღებულია და მერყეობს 41-132 გ/დმ3 ფარგლებში.

აბალახში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: რაპის აბაზანები; სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და ტამპონები.

ჩვენებები აბალახში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.

ტალახით სამკურნალო ამჟამად გადატანილია დაბა ქვემო ვესტიახში.

სარჩევი

 [დამალვა
ტურისტული ობიექტები აბალახში:

ივანე პონომარიოვის კოშკი (1686-1687 წლები; ა
ბალახის მიდამოებში (ორსართულიანი ხის კოშკი-ბეღელი სათოფეებით და მართლმადიდებლური სამლოცველო სოფელ პავლოვსკში (XIX საუკუნე);
ინოკენტიევის მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ ბიუტებდბახში (1829 წელი);
იურთი და კარ-მიდამო, სადაც იმალებოდა იაკუტების ნაციონალური გმირი ვასილ მანჩარი;
ბუნებრივი პარკი „ლენის ბოძები“;
ვულკანი „ბალაგან-ტასი“;
მომის დიდი მინაყინი;
ტიმპტონის კასკადი;
ძველთაძველი ადამიანების სადგომი „დურინგ-იურიახი“ (ძვ.წ. L-XXX ათასწლეული) და სხვ.);

მუზეუმები ქ. იაკუტსკში

ემელიან პუგაჩოვის მუზეუმი;
ჩრდილოეთის ხალხთა ისტორიისა და კულტურის მუზეუმი;
სახას რესპუბლიკის ხალხთა მუსიკისა და ფოლკლორის მუზეუმი;
სახას რესპუბლიკის ნაციონალური სამხატვრო მუზეუმი;
მამონტების მუზეუმი და სხვ.

მუზეუმები იაკუტსკის მიდამოებში

ალმასების საბადო „მირ“-1;
ვერხოიანსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი „სიცივის პოლუსი“ და სხვ.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები