აბანოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბანოზი — (ლათ. Diospyros ebenum ან Ceylon ebony) – ძვირფასმერქნიანი ხე, აბანოზისებრთა ოჯახიდან, იგივე ეკალმუხა, იგივე შავი ხე. ხარობს ინდოეთში, შრი-ლანკასა და აფრიკის კონტინენტზე. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხეა. აბანოზის მერქნისაგან ამზადებენ ძვირფას ავეჯს, იატაკის ფიცრებსა და პარკეტს, სამკაულებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ქანდაკებებსა და სხვ.