პარკეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარკეტი

პარკეტიიატაკის ზედა ფენა, რომელიც შექმნილია პატარა ზომის, ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი, გაშალაშინებული, გარკვეული ნახატის მიხედვით დალაგებული ფიცრებისაგან. პარკეტს უწოდებენ აგრეთვე თვით იმ მასალას, რომლისგანაც იქმნება იატაკი. პარკეტისათვის ძირითადად იყენებენ მერქნის ბუნებრივ ფერს. გარდა ამისა, მიმართავენ შეღებვასა და შებოლვას, აგრეთვე ხის მასალის თავისებურ გრავირებას, ზოგჯერ სხვა მასალებით ინკრუსტაციასაც.

პარკეტის დასამზადებლად გამოიყენება მაგარი ხის ჯიშები, რომლებიც ხარობს დედამიწის ზომიერ და ჩრდილოეთ სარტყლებში – არყის ხე, კოპიტი, ლარიქსი, მუხა, ნეკერჩხალი, წიფელი, აგრეთვე ტროპიკული მცენარეები – ბამბუკი, მერბაუ, ვენგე, კუმარუ, წითელი ხე და სხვ. არსებობს პარკეტის სახეები: დეკორატიული, ლამინირებული, ლარტყული, მასიური, მოდულური, მოზაიკური, მხატვრული, ნატურალური, სამფენოვანი, საცალო, ფარისებრი, ფიცრის, ფურცლოვანი, ცალობითი, წებილი და სხვ.

სარჩევი

ლარტყული პარკეტი

ცალობითი პარკეტი, რომლის სიგრძე მეტია ჩვეულებრივ სტანდარტულ პარკეტის სიგრძესთან შედარებით.

მოზაიკური პარკეტი

სპეციალურ ქაღალდზე ან ქსოვილზე დაწებებული გარკვე-ული ნახატის შემქმნელი მცირე ზომის (40×40 მმ; 60×60 მმ) პარკეტის ნაჭრები სისქით 8-18 მმ, რომელიც შემდეგ წებდება ასაწყობ ფილაზე (ფუძეზე). მოზაიკური სახე მიიღება მერქნის ბოჭკოების მიმართულებების ცვალებადობით, ან თამასებისათვის სხვადასხვა ჯიშის (შეფერილობის) მერქნის გამოყენებით.

საამწყობო პარკეტი

მოზაიკური პარკეტის სახესხვაობა მცირე ზომის ნაჭრებისგან წინასწარ დამზადებული ფარები, რომლებიც ერთი საერთო ნახატის შემადგენელი ნაწილებია. ამ ფარების სრული წყობა იძლევა სურათს, რომელიც მხატვრის მიერაა დამუშავებული.

მხატვრული პარკეტი

სხვადასხვა ძვირფასი ჯიშისაგან და-მზადებული და მხატვრულად დალაგებული პარკეტი.

საცალო პარკეტი

პარკეტი ცალკეული თამასებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კილოთი და ქიმით. პარკეტის თამასების ზომებია: სიგრძე – 150-400 მმ, სიგანე – 30-60 მმ და სისქე – 15-18 მმ.

ფარისებრი პარკეტი

პარკეტის სახეობა, რომელიც შედგება ხის ნარჩენებისაგან დამზადებული ფარისგან (ძირითადად ოთხკუთხედის ფორმის) ზედაპირზე დაწებებული ცალობითი პარკეტის თამასებით. ფარისებრი პარკეტი ადვილი დასაგებია, ეკონომიურია, ინდუსტრიულია, ვიდრე ცალობითი პარკეტი, თუმცა მოითხოვს ფუ-ძის (ფარის) ზუსტ მომზადებას.

პარკეტი წებილი

პარკეტის სახეობა, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მერქნის ერთმანეთთან შეწებებითაა დამზადებული. ზედაპირზე ძვირფასი ჯიშის, ხოლო ფუძედ ნაკლებად ღირებული მერქანია გამოყენებული.

ფურცლოვანი პარკეტი

ფანერისგან დამზადებული პარკეტი, რომლის ზედაპირი მაგარი ჯიშის მერქნის შპონს წარმოადგენს. მისი ზომებია 400x400x10 მმ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები