აბდონი – ისრაელის მეათე მსაჯული, გილელის ვაჟი, ეფრემის ტომიდან. ბიბლიის მიხედვით მას 40 შვილი და 30 შვილიშვილი ჰყავდა. აბდონი ისრაელის მსაჯული რვა წლის განმავლობაში იყო. სიკვდილის შემდეგ დაკრძალეს ეფრემის ტომის მიწაზე.
წყარო
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია