აბესალომი (ეთერიანის პერსონაჟი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბესალომი − აბესალომისა და ეთერის თქმულების ანუ ეთერიანის მთავარი გმირი. აბესალომი უმაღლესი ფეოდალური საზოგადოების წარმომადგენელია, რაინდი და რჩეულთა შორის რჩეული, ტახტის მემკვიდრე. აბესალომი მოხიბლულია ეთერის სიტურფით. მურმანს არ ძალუძს შეაძულოს მას ეთერი, ვერც მეფე ახერხებს ხელი ააღებინოს განზრახვაზე – გლეხის მშვენიერი ასული მოიყვანოს სადედოფლოდ. უსაზღვროდ გამიჯნურებული აბესალომი იღუპება, მაგრამ სიკვდილსაც არ შეუძლია სიყვარულის მოსპობა.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ვ. ბარნოვი, თხზ., X ტ. 1964;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიურების ისტორია, 1956.