აბსურდის თეატრის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბსურდის თეატრის თეორია – წარმოიშვა საფრანგეთში 50-იანი წლების დასაწყისში. აბსურდის თეატრის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა დრამატურგმა ე. იონესკომ თავის ამ თეატრს უწოდა აგრეთვე „ანტიდრამა“ და „ანტითეატრი“. აბსურდის თეატრი დასავლეთ ევროპისა და ამერიკის თანამედროვე ავანგარდიზმის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტიპური უკიდურესი მოდერნისტული მოვლენაა. ამ თეატრის თავისებურება ექსცენტრიადაა. აბსურდის თეატრი იყო რეაქცია ინტელექტუალობაზე, რომელმაც შეაღწია დრამის მრავალ სახეობაში, მან ასახა ბურჟუაზიული საზოგადოების ღრმა სულიერი კრიზისი. აბსურდული მიმდინარეობის პიესები მიისწრაფიან ხელოვნების დეზიდეოლოგიზაციისაკენ. აბსურდის თეატრი არა მარტო მხატვრულ-ესთეტიკური, არამედ, ძირითადად, სოციალური მოვლენაა. აბსურდის თეატრს საფუძვლად უდევს ეკზისტენციალიზმი. თეატრს ჰყავს თავისი თეორეტიკოსები, დრამატურგები, მსახიობები, ოფიციალური პრესაც კი. ამ თეატრის ყველაზე უფრო პოპულარული პიესებია „მელოტი მომღერალი ქალი“ „გაკვეთილი“, „სკამები“, „გოდოს მოლოდინში“, „მარტორქა“ და სხვა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები