აბულაძე ალეკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბულაძე ალეკო სავლეს ძე 10 ოქტომბერი, 1917 – 30 ივნისი, 1941) – მწერალი-მთარგმნელი. დაიბადა ზემო იმერეთის სოფ. კიცხში, პედაგოგის – სავლე აბულაძის ოჯახში. ფრიადზე დაამთავრა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განყოფილება (1936–1940). როგორც მსახიობი სცენისმოყვარე, უნივერსიტეტის დრამწრეში აქტიურად მონაწილეობდა.

გამოსაქვეყნებლად გამზადებული დარჩა:
1. ანდერსენის „დიდი კლაუსი და პატარა კლაუსი“;
2. კარლ შენჰერის მოთხრობა „ორი დედა“;
3. ჰენრიხ ჰეინეს „ფლორენციის ღამეები“, მისივე პოემიდან „გერმანია“ – ოთხი ლექსი;
4. გოეთეს „ზღვის მდუმარება“;
5. „განთიადი“: [ორიგინალური დაუმთავრებელი მოთხრობა] და მრავალი სხვა.

თარგმნა

1. ყორანი გ. ლესინგისა, გერმანულიდან // ოქტომბრელი. – 1940. – № 12;
2. მეოცნებე საიდი, ავსტრიელი მწერლის ჰერმინია ცურ მიულენისა, გერმანულიდან [გადაიცა რადიოთი 1941 წლის 19 მაისს და წარედგინა „საბლიტგამს“ გამოსაცემად];
3. როგორ აჩუქეს ლენინს თევზი? მ. ზოშჩენკოსი // ოქტომბრელი. – 1941. – № 4. – [შეტანილია სასწავლო მასალად ქართული ენის IV კლასის სახელმძღვანელოში].

ლიტერატურა

1. თაბუკაშვილი, შ., რამიშვილი, ვ., ჩერქეზიშვილი, თ. ქართული ენა: [IV კლასის სახელმძღვანელო]. – გვ. 313;
2. მატრიკული № 2626. – 1935, 31/12;
3. ბოლშევიკური კადრებისათვის. – 1936. – 2 დეკემბერი. – № 26 [85]; 1938. – 30 ოქტომბერი. – № 22 [138];
4. Отчет о состоянии и деятельности Тбилисского государственного университета имени И. В. Сталина за 1939/1940 акад. год. – с. 385.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები