სავლე აბულაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სავლე აბულაძე − (1890 − 1964), ქართველი მწერალი და პოეტი. ფსევდონიმი − „ციაგი” დაიბადა სოფელ კიცხში (ხარაგაული); ეწეოდა ლიტერატურულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1909 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი რუსულ ენაზე გოგოლის საიუბილეოდ გამოცემულ კრებულში; 1915 წელს მისი მოთხრობები დაიბეჭდა ია ეკალაძის გაზეთ „სამშობლოში”; ამავე დროს მისი ლექსები და ჩაწერილი ხალხური ზღაპრები იბეჭდებოდა „ნაკადულში” და „ჯეჯილში”; 1924 წელს ჭიათურაში გამოსცა პირველი ლექსების პატარა კრებული „მზიანი ჩრდილები”.