აბუ სიმბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აბუ-სიმბელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამსესისა და ნეფერტარის ტაძარი

აბუ სიმბელირამსეს II-მ საკუთარი თავის განსადიდებლად და ეგვიპტური რელიგიის უფრო ფართოდ გასავრცელებლად ნუბიაში შვიდი კლდის ტაძარი ააგო. მათ შორის ყველაზე გრანდიოზულია ორი ტაძრისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც რამსესმა თავის თავს და საყვარელ მეუღლეს – ნეფერტარის მიუძღვნა. კომპლექსი დღეს მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული.


ტაძრის მშენებლობა რამსესმა გამეფებიდან მეხუთე წელს დაიწყო და მას ოცი წელი მოანდომა. ქვიშაში ჩამარხული ტაძრების ზედა ფრიზი 1813 წ. იპოვა შვეიცარიელმა აღმოსავლეთმცოდნემ ჯ. ლ. ბურკჰარდტმა, რომელმაც თავისი აღმოჩენის შესახებ იტალიელ მკვლევარს ჯ. ბელცონის შეატყობინა. ამ უკანასკნელმა 1817 წ. მოახერხა ტაძრების ქვიშიდან გათავისუფლება.

გადმოცემით, აბუ სიმბელი ერქვა ადგილობრივ ბიჭს, რომელმაც თავის დროზე ბურკხარდტს ფრიზი აჩვენა, და მკვლევარებმა ტაძარს მისი სახელი დაარქვეს. XX საუკუნის სამოციან წლებში, როცა ასუანის კაშხალს აგებდნენ, ტაძრებს ხელოვნურ ნასერის ტბაში ჩაძირვის საშიშროება დაემუქრა. იუნესკოს ზედამხედველობით და დაფინანსებით ორივე კლდის ტაძარი 30-ტონიან ბლოკებად დახერხეს და ხელახლა ააწყვეს ძველ მდებარეობაზე 65 მეტრით მაღლა. ეგვიპტელმა არქიტექტორებმა ისე გათვალეს ტაძრის ღერძი, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ტაძრის გადატანამდე, წელიწადში ორჯერ – 20 ოქტომბერს და 20 თებერვალს, ყვალაზე ღრმად მდებარე ოთახის უკანა კედელთან დადგმულ რამსესის ქანდაკებას მზის სხივები აკაშკაშებდა. ტაძრის აწევის შემდეგ ამ მოვლენამ თითო დღით გადაიწია.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები