აგიაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nika agiaSvili.png

აგიაშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე (18 (31)/VIII, 1903 – 27 ნოემბერი, 1984 ) – მწერალი და ჟურნალისტი. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში. პირველდაწყებითი სწავლა სოფლის საეკლესიო-სამრევლო სკოლაში მიიღო, სწავლობდა ვანის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელსა და ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1925-1926 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი, 1928 წლიდან საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაციის წევრი, შემდეგ – საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1922 წლიდან კორესპონდენციებს ბეჭდავდა ქუთაისის გაზეთ „წითელ ვარსკვლავში“, „მუშა და გლეხში“, „სპარტაკში“ და სხვ. 1925-1934 წლებში „ახალგაზრდა კომუნისტში“ წერდა რეცენზიებს კინოსურათებზე, ბიბლიოგრაფიებს სხვადასხვა წიგნებზე, თარგმნიდა და ბეჭდავდა პატარა მოთხრობებსა და ნარკვევებს, მათ შორის იყო: ნ. ბოგდანოვის „პირველი გოგონა“ („ახალგაზრდა კომუნისტი“, 1929-1930 წწ.), მ. გორკის „შევარდენის სიმღერა“ („ახალგაზრდა კომუნისტი“, 1928, № 135), „პოეტის ცხოვრება და შემოქმედება“ [ნიკოლოზ ბარათაშვილი] („ახალგაზრდა კომუნისტი“, 1945, № 100, 102, 106, 108, 110); ჯეკ ლონდონის მოთხრობები („მუშა“, 1927 წ.).

1934-1938 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო გაზეთ „მუშა და კოლმეურნეში“, „სტალინელში“, „ინდუსტრიულ ქუთაისში“. იმავე დროს მუშაობდა გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ – რედაქციის მდივნად. 1938-1941 წლებში იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ პასუხისმგებელი მდივანი და შეთავსებით – „მნათობის“ რედაქციის მდივანიც; ასევე, სამამულო ომის პირველი დღეებიდანვე გაზეთ „კომუნისტის“ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში, 1942 წლის ივნისიდან კი – სამამულო ომის საფრონტო გაზეთებში („სამშობლოს ღირსებისათვის“, „წინ გამარჯვებისათვის“, „წინ სამშობლოსათვის“) მსახურობდა. წითელი არმიიდან დაბრუნების შემდეგ „მნათობის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი და რედკოლეგიის წევრი იყო.

ცალკე გამოცემულია:
1. სერვანტესის ცხოვრება: „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელის“ სახელოვანი ავტორის საარაკო თავგადასავალი. – თბ., 1941. – 268 გვ.;
2. ალექსანდრე ნეველი. მონოგრაფია. – თბ.: საბლიტგამი, 1941. – 102 გვ.

ბიბლიოგრაფია:
1. ლიტერატურული საქართველო. – 1941. – 1 მაისი. – № 18 (177); 13 მაისი. – № 24 (183);
2. მეგრელიძე, ა. ნიკოლოზ აგიაშვილი – „სერვანტესის ცხოვრება“ // მნათობი. – 1941. – გვ. 239-240;
3. ნიკოლოზ აგიაშვილი – „ალექსანდრე ნეველი“ // მნათობი. – 1941. – № 11. – გვ. 172-173;
4. რა ვიკითხოთ? // ნორჩი ლენინელი. – 1941. – 5 მაისი. – № 36 (557); № 44 (565);
5. სერვანტესის ცხოვრება. მ. ვარძიელი // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1941. - № 128.

წყარო:
1. ავტობიოგრაფიული ცნობები;
2. ზემოთხსენებული ნაშრომები.

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები