აგრბა როზენბეი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგრბა, როზენბეი მიხეილის ძე (დ. 9(22) მაისი, 1913 – გ. 10 სექტემბერი, 19801) – მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საშუალო განათლებით. სცენაზე 1931 წელს, სოხუმის სახელმწიფო თეატრის აფხაზურ სექტორში გამოვიდა.
1946 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მსახიობის წოდება. დაჯილდოებულია მედლებით: „კავკასიის დაცვისთვის“ (1945) და „სამამულო ომის დროს შრომითი მამაცობისთვის“ (1946).
წყარო:
ხელოვნების სამმართველოს კადრების განყოფილება.