აგურის ფასადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგურის ფასადი
მოსაპირკეთებელი სიღრუებიანი აგური

აგურის ფასადიფასადი, რომელიც გადაწყვეტილია სამშენებლო აგურის წყობით.

კერამიკული და „რაუფის“ მარკის საფასადე აგური

არსებობს ორი სახის:
1. აგურს ერთდროულად შეთავსებული აქვს მზიდი და საფასადე ფუნცია;
2. აგური გამოიყენება მხოლოდ ფასადის მოსაპირკეთებლად.

მშენებლობაში გავრცელებულია ვენტილირებადი ფასადის მოსაპირკეთებელი სიღრუებიანი აგური, რომელიც არა მარტო შენობის გარე მორთულობის შესანიშნავი საშუალებაა, არამედ მკვეთრად აუმჯობესებს მის ენერგოეფექტურობას. წარმატებით გამოიყენება, როგორც ძველი სახლების ფასადების მოსაპირკეთებლად, არამედ ახალ მშენებლობებშიც. შენობის აგურით მოპირკეთება ამცირებს გათბობის ხარჯს, მონტაჟი სწრაფად მიმდინარეობს, ფასადის ზედაპირზე არ ჩნდება მარილიანი ლაქები, მრავალსართულიან სახლებში სართულშუა გადახურვის უბნებში არ ჩნდება „სიცივის ბოგირები“, ამაღლებს კედლების ბგერა-იზოლაციას, არ საჭიროებს ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს და სხვა. ფასადის აგურს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ფერი. პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ყავისფერი, წითელი და თეთრი ფერის საფასადე აგური. ეს მასალები განსხვავდებიან ფორმის, ზომებისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. პოპულარულობით სარგებლობს დეკორატიული სილიკატური (აგური სილიკატური), დეკორატიული ჰიპერდაწნეხილი, კერამიკული და „რაუფის“ მარკის საფასადე აგური.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები