აგური სილიკატური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგური სილიკატური

აგური სილიკატური – (ინგლ. Brick silicate), ხელოვნური ქვის სახეობა, რომელიც მიიღება ავტოკლავური მეთოდით (წყლის ორთქლის ზემოქმედებით 170-200°C ტემპერატურის პირობებში) კვარცის ქვიშისა (90%) და ჰაერკირის (10%) ნარევისაგან. სიმტკიცე იგივე აქვს, რაც ჩვეულებრივ თიხის აგურს, ცოტათი მძიმეა მასზე.

სილიკატური აგურის გამოყენება დაუშვებელია საკვამლე მილებში, ბუხრებსა და ღუმლებში, რადგან სილიკატური აგურის გამოყებისას გარემოს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 550°C, ასევე არ არის მიზანშეწონილი სილიკატური აგურის გამოყენება შენობის საძირკვლებისა და ცოკოლის სართულის მოსაწყობად, რადგან გრუნტის წყლების აგრესიული მარილების ხანგრძლივი ზემოქმედება ნეგატიურ გავლენას ახდენს მასალაზე. საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2010 წლიდან სილიკატური აგურის გამოყენება აკრძალულია შენობის მზიდ და არამზიდ ელემენტებში (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება No1-1/2284, 7 ოქტომბერი, 2009 წ.).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები