ავალიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ivane avaliSvili.png

ავალიშვილი ივანე გიორგის ძე (1863, 8/IX – 1950) – პედაგოგი, მწერალი, მთარგმნელი, სასოფლო მოღვაწე. დაიბადა სოფ. ბრეთში, გორის მაზრაში. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია (1885). მასწავლებლობდა სოფ. მარტყოფსა და რუისში. 1891 წელს, სახალხო სკოლების დირექტორმა, დარსკიმ, აიძულა მასწავლებლობისათვის თავი დაენებებინა, რადგან ივანე ავალიშვილმა სკოლაში არ შემოიღო რუსული ენის სწავლების „მუნჯური მეთოდი“, რაც, როგორც ქართველთა გადაგვარების საშუალება, პედაგოგიურად მავნებელად იყო ცნობილი. შემდეგ სულაც აღარ ასწავლიდა რუსულ ენას, რაც იმ დროს მეფის მთავრობის წინააღმდეგ დიდი პროტესტი და რევოლუციური ნაბიჯი იყო.

ივანე ავალიშვილი მსახურობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი“ საზოგადოების სამმართველოსა და წიგნის მაღაზიაში, მონაწილეობდა სოფლის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. წერდა გლეხთა ეკონომიური და სოფლის საჭირბოროტო საკითხების შესახებ ფსევდონიმებით: მამა პიროსელი, მამა, ი. გ., ბრეთელი.

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგედ მიიწვიეს.

შეადგინა ქართული წერის დედანი საკუთარი მეთოდით (გადაეცა პედაგოგიურ-კვლევით ინსტიტუტს).

სარჩევი

გამოქვეყნებულია

იაკობ გოგებაშვილი, მოგონება // ლიტერატურის მატიანე, წ. 1-2. – თბ., 1940. – გვ. 286-290.

თარგმნა

1. პულეტიე, ფერნანდ. შრომის ბირჟის ისტორია;
2. რიდი, მაინ. ბურები;
3. ჯიოვანილი. სპარტაკი: [რომანი];
4. სიკვდილით დასასჯელი: მოთხრობა გი დე მოპასანისა // კვალი. – 1896. – № 51;
5. ზოლა, ემილ. მაღაროებში მომუშავენი (ქვანახშირის მთხრელები). – გორი, 1913. – II, 443 გვ.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ავტობიოგრაფია;
2. ლიტერატურის მატიანე. – თბ., 1940. – წიგნი 1-2. – გვ.: 286-292, 441;
3. ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ.: 491, 4314.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები