აზმაიფარაშვილი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გივი აზმაიფარაშვილი - (1. IX. 1930, თბილისი, – 27.IV.2003, თბილისი) ქართველი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983), პროფესორი (1976).
დაამთავრა თბილისის კონსერვატორია როგორც პიანისტმა (1955) და პეტერბურგის კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილება (პროფესორ ნ. რაბინოვიჩის ხელმძღვანელობით 1960). 1960-იდან მუშაობს დირიჟორად, 1974-84 მთავარი დირიჟორად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. განახორციელა მრავალი დადგმა. იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი (1963). თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1968-დან). 1982-იდან საქართველოს ტელერადიოკორპორაციის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. გასტროლებს მართავდა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი