აივზი ჩარლზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ აივზი

ჩარლზ აივზი - (ინგ. Charles Ives, 20. X. 1874, დანბერი, კონექტიკუტის შტატი, – 19.V.1954, ნიუ-იორკი), ამერიკელი კომპოზიტორი.

1889-1902 მუშაობდა ორღანისტად სხვადასხვა ეკლესიაში. 1907-29 ხელმძღვანელობდა სადაზღვეო სააგენტოს ნიუ-იორკში, თავისუფალ დროს კომპოზიციას უთმობდა. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (1927) მუსიკას აღარ წერდა. ფართო აღიარება სიკვდილის შედეგ მოიპოვა. ევროპული ტრადიციებისაგან დამოუკიდებლად შეიმეშავა თავისებური საკომპოზიტორო სტილი. ამერიკული სიმღერებისა და ჰიმნებისადმი მიმართვით შექმნა პოპულარული და პროფესიული მუსიკის ორიგინალური სინთეზი. იყენებდა ნოვატორულ ხერხებს, რომლებიც ხშირად წინ უსწრებდა დასავლეთ ევროპის კომპოზიტორთა ძიებებს, მათ შორის - მეოთხედტონიან სისტემას, სერიულ ტექნიკას, პოლიტონალობას, პოლირიტმიას, ალეატორიკას, კოლაჟს და სხვ.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები