აირმაშველი სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აირმაშველი სადგური – სამსახური, რომლის დანიშნულებაა: აირის ქსელზე და აგრეგატებზე სისტემატური დაკვირვება; ჰაერის შემადგენლობის კონტროლი და უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ჩატარება; აირსაშიში ადგილებიდან ხალხის ევაკუაცია და დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა; ავარიის სალიკვიდაციო და სხვა აირსაშიში სამუშაოების ჩატარება; აირმაშველ სამუშაოებზე საერთო ზედამხედველობა; პერსონალის შესაბამისი სწავლება და ნებაყოფლობითი აირმაშველი რაზმების სამუშაოთა ხელმძღვანელობა.

აირმაშველი სადგური მონაწილეობს საშიში სამუშაოებისა და ადგილების სიის შედგენაში, ამუშავებს აირსაშიში სამუშაოების შესრულების ადგილობრივ ინსტრუქციას, მონაწილეობს ავარიების პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში; აღრიცხავს და აკონტროლებს აირმაშველ სამუშაოებს, აკონტროლებს ამ სამუშაოებზე პერსონალის დაშვებას; ორგანიზაციას უკეთებს აირმაშველთა მორიგეობას, თვალყურს ადევნებს აირდამცველი აპარატურის ტექნიკურ მდგომარეობას, ორგანიზაციას უკეთებს აირსაშიშ ადგილებში ჰაერის ანალიზის სისტემატურად ჩატარებასა და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები