აკანთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკანთი

აკანთი – (ბერძ. ákanthos ეკლიანი მცენარე; მყრალი ხარისძირა <ákantha ეკალი < akḗ მახვილი წვერო; წვეტი),

  1. აკანთი − მცენარეების გვარი აკანთისებრთა ოჯახისა. უმეტესად ბალახია, იშვიათად – ბუჩქი. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის თბილ სარტყელში;
  2. აკანთი − სკულპტურული ორნამენტი, რომელიც ამავე სახელწოდების მცენარის წაგრძელებული სტილიზებული გამოსახულებაა დახვეული ბოლოებით, შეკრული ერთად ვარდულის სახით და საფუძვლად უდევს კლასიკური კორინთული კაპიტელის, კარნიზის, ფრიზისა და სხვა არქიტექტურული ელემენტების დეკორს
  3. აკანთი − ორნამენტული მოტივი




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები