ალათაუ (ტურისტული ადგილი ყაზახეთში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალათაუ – (ინგლ. Alatau, რუს. Алатау), კლიმატო-ბალნეო-პელოიდური საკურორტო ადგილი ყაზახეთში, ქ. ალმათის სამხრეთ გარეუბანში. მდებარეობს იმიერილის ალათაუს ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდ. პატარა ალმათინკის ხეობაში, ზღვის დონიდან 1400 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21°C. ნალექების წლიური რაოდენობა 900 მმ-ია. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ 2043 საათია წელიწადში.

ალათაუს ტერიტორიაზე და მის მიდამოებში გავრცელებულია ბაღები, სადაც ხარობს: ვაშლი, გარგარი და ალუბალი; ვენახები; კოწახურის, მაყვლისა და ჟოლოს ბარდები. გვხვდება აგრეთვე: ვერხვისა და არყის ხეები, ფიჭვები და და ნაძვები.

ალათაუს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი; მაღალი მინერალიზაციის (M – 15,2 გ/დმ3) ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (იოდს, ბრომს, სილიციუმს და სხვ.) და დაბალი მინერალიზაციის (M – 6,2 გ/დმ3) ქლორიდულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; ლამის სულფიდური ტალახი მლაშე თუზ-ქოლის ტბიდან.

ალათაუში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.), მინერალური წყლის აბაზანები და მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა), გამორეცხვები და შესხურებები აღნიშნული მინერალური წყლებით; ლამის სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები.

ჩვენებები ალათაუში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; კუჭნაწლავისა და ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და კანის პათოლოგიები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ალათაუში (იმიერილის ალათაუსმთები, მდინარე პატარა ალმათინკის ხეობა და სხვ.;

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები