ალანგე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ალანგე

ალანგე (ალანხე) – (ინგლ. Alange, Alankhe; რუს. Аланге, Аланхе), ბალნეოლოგიური კურორტი დასავლეთ ესპანეთში, ესტრემადურის ოლქის ბადახოსის პროვინციაში, ქ. მერიდიდან 16 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. ბადახოსიდან 65 კმში, აღმოსავლეთით და ქ. მადრიდიდან 280 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე მატაჩელას (მდინარე გვადიანას შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 323 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2°C. ზაფხული თბილია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 27,6°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 472 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარსა (168 მმ) და შემოდგომაზე (140 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (29 მმ).

კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები და მუხის, ფიჭვის, ზეთისხილის, ვაშლის, ატმისა და გარგარის ნარგავები. ალანგეს მიდამოების ტერიტორიაზე, აღნიშნული მცენარეების გარდა, გვხვდება: თამბაქოს პლანტაციები, ისლი, ჭილი, მურყანი და სხვ.

ალანგეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია: თერმული, სუსტად რადიოაქტიური, რადონული, აზოტიანი მინერალური წყლები. ლანგეს

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები; ინჰალაციები და შესხურებები აღნიშნული წყლით.

ჩვენებები ალანგეში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები.

ტურისტული ობიექტები:

ალანგესა და მის მიდამოებში (ალანგეს ანუ დე ლა კულებრასის ციხესიმაგრის (ააშენეს ძვ.წ. II საუკუნეში რომაელებმა, გადააკეთეს VII საუკუნეში არაბებმა) ნანგრევები შენარჩუნებული 2 კოშკით („ღირსების“ და „მზის კარის“ კოშკები) და სხვ.; ქ. მერიდასა და მის მიდამოებში (ძველი რომის პერიოდის ნაგებობები – ტრახანოს თაღი (აშენდა ძვ.წ. II საუკუნეში, გადაკეთდა ახ. წ. II საუკუნეში), დიანას ტაძარი (ახ.წ. I-II საუკუნეები); ამფითეატრის და ვილას (ძვ.წ. I საუკუნე – ახ.წ. I საუკუნე) ნანგრევები, 2 კაშხალი (ძვ.წ. I საუკუნე), ხიდები მდინარე გვადიანაზე და მდინარე ალბარეგასზე (ე.წ. ვერცხლის ხიდი) (ახ.წ. IO საუკუნე), ძველი დასახლება ემერიტა – ავგუსტის (ძვ.წ. I საუკუნე) და აკვედუკის (ახ.წ. I საუკუნე) ნაშთები; ალკასაბას ციხესიმაგრე (IX საუკუნე); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – ყოვლადწმიდა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის (XIII-XIV საუკუნეები), წმიდა ქალწული კარმენის სახელობის (XIV საუკუნე) და სხვ.; რომაულ-კათოლიკური თანასაკათედრო ტაძარი (XVI-XVIII საუკუნეები); წმიდა რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა (XIII საუკუნე); სანტაკლარას სახელობის ეულალიას სახელობის რომაულ-კათოლიკური მონასტერი (XIII-XV საუკუნეები); გრაფ კარბოების სასახლე (XVI საუკუნე); ლაზარეს აკვედუკი (XVI საუკუნე); ძველი რომის ხელოვნების მუზეუმი; ბუნებრივი პარკი დე კარნალვო სიერა ბერმეხა და სხვ.), ბადახოსსა და მის მიდამოებში (რომაულ-კათოლიკური ტაძრები – წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის საკათედრო ტაძარი (XIII საუკუნე) და წმიდა ხუან ბაპტისტის სახელობის ტაძარი (XIII-XIV საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა დომინგოს სახელობის (XVI საუკუნე), წმიდა აგუსტინ დე ლა კონსეპსიონის სახელობის (დაარსდა 1523 წელს) და უმწიკვლო ქალწული მარიამის სახელობის (XVIII საუკუნე); კარმელიტების (XVII-XVIII საუკუნეები) და წმიდა ანას სახელობის (XVI-XVIII საუკუნეები) რომაულ-კათოლიკური მონასტრები; ყოვლადწმიდისა მარიამის სახელობის (1230 წელი) და ლა ხირალდას (XIX საუკუნე) კოშკები; ვობანის ციხის კედლების (XVII საუკუნე) ნარჩენები; ხილის ციხედარბაზი და სან-ქრისტობალის ფორტი (XVII საუკუნე); გრანიტის ხიდი მდინარე გუადიანაზე (აშენებული იყო 1460 წელს; გარემონტდა 1597 წელს და გადაკეთდა 1833 წელს); სამხატვრო გალერეა; მუზეუმები – სახვითი ხელოვნების, არქეოლოგიური, თანამედროვე ხელოვნების იბერიულ-ამერიკული, ქალწულ მარიამ გვადელუპელის და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები