ალექსანდრე I (მაკედონიის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე I – (ძვ.ბერძ. Αλέξανδρος, ძ. წ. 498-454 წწ.), მაკედონიის მეფე, ამინტა I-ის შვილი. მან თავისი მეფობის დროს მაკედონიის რამდენიმე ოლქი შეიერთა. ბერძნები მას იმდენად სცემდნენ პატივს, რომ ოლიმპიურ ასპარეზობებზეც კი იწვევდნენ, რის უფლებაც არც ერთ ბარბაროსს არ ჰქონდა. ალექსანდრე I დროს მაკედონია ბერძნულ პოლისებთან ვაჭრობდა და საკუთარ ვერცხლის ფულსაც ჭრიდა. მისი მეფობის დროს იწყება მაკედონიის გაერთიანება. ამ ეპოქის ბერძნები ჰომეროსის დროინდელ საბერძნეთის საზოგადოებას ადარებდნენ.


წყარო

ძველი საბერძნეთის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები