ალექსი-მესხიშვილი ბარბარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსი-მესხიშვილი ბარბარე [ვარო, ვარია] ვლადიმერის ასული (1(13) თებერვალი, 1898, – 25 დეკემბერი, 1972) – მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, ლადო მესხიშვილის შვილი, საშუალო განათლებით.
1916 წლიდან ალ. გრიბოედოვის სახ. თეატრში მუშაობდა. 1929 წელს მამის შესახებ წიგნი „ლადო მესხიშვილი“ დაწერა.
1943 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. 1946 წელს ებოძა მედალი „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941–1945 წწ“.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი;
- საქართველოს ხელოვნებათა სამმართველოს კადრების განყოფილება;
- ბარბარე ვლ. ალექსი-მესხიშვილის ასული... // თეატრი და ცხოვრება. – 1914. – №5. – გვ. 16;
- ძველი. მსახიობი ქალის ალექსი-მესხიშვილის გასტროლები: [გოლდონის პიესა „ტრაქტირშჩიცა“] // კომუნისტი. – 1923. – 29 სექტემბერი. – №223. – გვ. 3;
- ბარბარე ალექსი-მესხიშვილის გასტროლები: რუსთაველის თეატრში // კომუნისტი. – 1926. – 22 აპრილი. – №90. – გვ. 4;
- გორდეზიანი, ბ. [ბ.გ.]. რუსთაველის თეატრი: ბარბარე ალექსი-მესხიშვილის გასტროლი: [სპექტაკლში] „მზის გამყიდველი“ // კომუნისტი. – 1929. – 28 ივნისი. – №146. – გვ. 4;
- ჟღენტი, ბ. თეატრალური სეზონის შედეგი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1945. – № 29/82;
- გერსამია, ს. ვასო აბაშიძე: [მონოგრაფია]. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ.: 138, 139.