ალკოჰოლური ჰალუცინოზი
ალკოჰოლური ჰალუცინოზი - დამახასიათებელია სმენითი ჰალუცინაციები (პაციენტს, ჩვეულებრივ, ესმის ხმები, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებენ ან ემუქრებიან). ალკოჰოლური ჰალუცინოზი ნათელი ცნობიერების ფონზე ვითარდება. ამგვარი მოვლენების გამო პაციენტი ხშირად დისტრესს განიცდის, შფოთავს და მოუსვენრად გამოიყურება. ჰალუცინაციები არ არის განპირობებული მწვავე ალკოჰოლური აღკვეთით და შეიძლება აბსტინენციის შემდეგ რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
ამ მდგომარეობის ეტიოლოგიის შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი იზიარებს კრეპელინისა და ბონჰოფერის აზრს და თვლის, რომ ჰალუცინოზი ალკოჰოლიზმის იშვიათ ორგანულ გართულებას წარმოადგენს. ზოგიერთები კი, ბლოილერის მსგავსად, ვარაუდობენ, რომ ის შიზოფრენიის ნიშანია. თანამედროვე მკვლევარების უმეტესობას მიაჩნია, რომ ალკოჰოლური ჰალუცინოზი ალკოჰოლით გამოწვეული ორგანული ფსიქოზია, რომელსაც არ აქვს კავშირი შიზოფრენიასთან და, ალკოჰოლისგან თავის შეკავების შემთხვევაში, მას შეიძლება დადებითი პროგნოზი ჰქონდეს (Greenberg and Lee, 2001).
DSM-IV-სა და ICD-10-ში ალკოჰოლური ჰალუცინოზი შეტანილია კატეგორიაში - “ფსიქოაქტიური ნივთიერებების შედეგად გამოწვეული ფსიქოზური აშლილობა”.