ალტო (ტეხასი)
ალტო – (ინგლ. Alto, რუს. Альто), ქალაქი და კლიმატური კურორტი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტეხასის შტატში, ჩეროკი კაუნტის ოლქში (საგრაფოში), ქ. დალასიდან 206 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ქ. ჰიუნსტონიდან 213 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ნეჩესისა და ანჯელინას მდინარეებს შორის, ზღვის დონიდან 133 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.
ჰავა – ნოტიო, სუბტროპიკული. ზამთარი რბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,8°C. ზაფხული ცხელია და წვიმიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 28°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 17,9°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1317 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (538 მმ), ხოლო მინიმუმი – შემოდგომაზე (177 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (329 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – აგვისტო (30 მმ).
ალტოსა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, ატამი, ქლიავი და სხვ.), ციტრუსების პლანტაციები და ვენახები; მუხის, ნეკერჩხლის, თელის, ჰიკორის, ლინიოდენდრონისა და თუთუბოს ნარგავები.
ალტოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბტროპიკული ჰავა, ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი, მდინარეების წყალი.
ალტოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა მდინარეებში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენებები ალტოში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. ალტოსა და მის მიდამოებში (წმიდა მარტინის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIX საუკუნე), მეთოდისტური ეკლესია (XIX საუკუნე), მდინარე ნეჩესისა და მდინარე ანჯელინას ხეობები და სხვ.), ქ. დალასსა და მის მიდამოებში (გვადელუპეს წმიდა ქალწული მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (1898-1908 წლები); მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (XX საუკუნის დასასრული), დალასის
საენთოლოგიო ეკლესია ქ. ირვინგში (2009 წელი) და სხვა რელიგიური დაწესებულებები; მუზეუმები – ბუნებისა და ხელოვნების, აფრო-ამერიკული, მედოუზის, ჰოლოკოსტის, მინიატურების, ხელოვნების, ქალის, ამერიკული რკინიგზების, ბავშვთა, „ფრენის საზღვრები“ და სხვ.; გალერეები – მაკ-კინის თანამედროვე ავენიუ, 500x, ანსტრომის, ბარი უისტლერის, ვალი ჰაუსის, დეკორაზონი, ჯოკ კუნერის, დევიდ დეიკის, ჰილსბერისა და ჰეტერსის სახვითი ხელოვნების, ენ ჰაგერის ნატიფი ხელოვნების, მიტჩელ ფრანკის, კრაიჰედისა და გრინის, ქრისტოფერ მარტინის, ნაშერის, ცარიელი კედლების, რაფტონი, სიდნეი პატრიკის, დანისა და პატრიკის თანამედროვე ხელოვნების, სტოუნებისა და სხვ.; ჯონ კენედის მემორიალი (1970 წელი); ფრიდმანის მემორიალური სასაფლაო (1850 წელი); სვის-ავენიუს ისტორიული ოლქი; დალასის გასართობი ზონა – დიპელუმი; მაღალი ხელოვნების მაღაზია; საციგურაო მოედნები, თეთრი კლდის ტბა პარკ არბორეტუმში; ზოოპარკი; აკვარიუმი; პეგასის ქანდაკება და სხვ.).
ქ. ჰიუსტონსა და მის მიდამოებში (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XIX საუკუნის II ნახევარი); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები — ყოვლადწმიდა სამების სახელობის, ქრისტეს სახელობის და სხვ.; მოციქულთა სწორისა წმიდა ვლადიმერის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (XX საუკუნის 60-იანი წლები); სინაგოგა (XX საუკუნის 50-იანი წლები); სომხური სამოციქულო ეკლესია (XX საუკუნის დასასრული) და სხვა რელიგიური დაწესებულებები; XX საუკუნეში აშენებული ცათამბჯენები – ჯი-პი-მორგან-ჩეიზ-თაუერი (სიმაღლე 305 მ), უელს-ფარგო-ბენკ-პლაზა (სიმაღლე 302 მ), უილიამს-თაუერი (275 მ) და სხვ.; მუზეუმები – ბავშვთა, ცეცხლის, ჯანმრთელობისა და მედიცინის, ჰოლოკოსტის, „მენილის კოლექცია“, ნატიფი ხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ამინდისა და სხვ.; პარკები – გერმ-პარკი, ლეიკ-ჰიუსტონ პარკი, მემორიალ-პარკი, სიმშვიდის პარკი და სხვ.; ლინდონ ჯონსონის სახელობის ნაციონალური აეროკოსმოსური სააგენტო მუზეუმით (ჰიუსტონიდან 22 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით); მრავალსართულიანი სკულპტურული შადრევანი; სან-ხასინტოს მონუმენტი, რომლის სიმაღლეა 173,7 მ; მილერის ღია თეატრი; ზოოპარკი და სხვ.).