ალ-ბალხია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალ-ბალხია – არაბი გეოგრაფი (X ს. ჩ. ე.), თხზ. „კითაბ-ალ-მესალიკ-ვა-ლ-მემალიკ“-ის („წიგნი გზებისა და პროვინციების“) ავტორი. იმავე ალ-ბალხიას მიერ, შედგენილია გეოგრაფიული ატლასი შემდეგი სათაურით „დედამიწის სარტყლების გამოხატულება“ („სუვარ-ილაკალიმ“).
ალ-ბალხიამ ალ-ისტახრთან ერთად აღწერა მეტად დაწვრილებით მცირე აზია, სომხეთი. არანი, აზერბაიჯანი, საქართველო (თბილისი), ირანი, მესოპოტამია (ჯაზირი), კაბკი (კავკასიონი), დაღესტანი (დარუბანდი), ნახჭევანი (ნახჟავანი), ხაზარეთი, ვოლგა და სხვა.