გეოგრაფიული ატლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოგრაფიული ატლასი – (geographical atlas), ერთიანი პროგრამით შედგენილი გეოგრაფიული რუკების სისტემური კრებული. ატლასის შინაგან მთლიანობას განსაზღვრავს: მიზანდასახულად შერჩეული პროექცია, მასშტაბთა მწკრივი, კარტოგრაფიული სახვითი საშუალებების შეთანხმებული სისტემა და დიზაინი.

გეოგრაფიული ატლასის უძველესი ნიმუშია კლავდიოს პტოლემეს „გეოგრაფიის“ რუკათა კრებული (ახ. წ-ის II ს.), რომელშიც ზოგადგეოგრაფიული შინაარსის 27 რუკაა (1 მსოფლიოს და 26 – მისი ნაწილების). პტოლემეს შემდეგ გეოგრაფიული რუკების პირველი კრებული დაამზადა ფლანდრიელმა აბრაამ ორთელიუსმა 1570 წელს ქ. ანტვერპენში. 1595 წელს გამოცემული რუკების კრებულს „ატლასი“ პირველად უწოდა ფლანდრიელმა კარტოგრაფმა გერარდ მერკატორმა (კრამერმა).

სახელწოდება „ატლასი“დაკავშირებულია:
1. მითიურ გმირ, სიძლიერის განსახიერება ატლანტთან ანუ ატლასთან, რომელსაც მხრებით და ხელებით უჭირავს ცის თაღი დედამიწის ზემოთ;
2. მითიურ მეფე ატლასთან, ბრძენ ფილოსოფოს, მათემატიკოს და კოსმოგრაფთან, რომელიც გამოსახულია გ. მერკატორის ატლასის სატიტულო გვერდზე.

ატლასებს განასხვავებენ შემდეგი ნიშნებით:

შინაარსით – კომპლექსური, ზოგადგეოგრაფიული და თემატური (დარგობრივი);
სივრცის ანუ ტერიტორიის მომცველობით – მსოფლიოს, კონტინენტების, ოკეანეების, ქვეყნებისა და მისი ნაწილების, ქალაქების; დანიშნულებით − სამეცნიერო-საცნობარო, სასწავლო, სამხარეთმცოდნეო, სამხედრო, ტურისტული;
გამოცემის ფორმის მიხედვით: აკინძული (მყარ ყდაში ან სამაგრით), აუკინძავი (მყარ ყდაში ცალკე ფურცლებად); სარგებლობის მიხედვით − მაგიდის, ჯიბის, ელექტრონული.

არის ტრადიციული ხერხით შედგენილი და კომპიუტერული ატლასები. თანამედროვე კომპიუტერული კარტოგრაფიული პროგრამები მნიშვნელოვნად აადვილებს და აჩქარებს გეოგრაფიული ატლასების შედგენას და გამოსაცემად მომზადებას. კომპიუტერული ატლასები არსებობს როგორც ქაღალდის (ნაბეჭდი), ისე ელექტრონული. ელექტრონული ატლასები ვრცელდება კომპაქტდისკებით (CD), ან განთავსდება ინტერნეტში.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები