ალ-კაში ჯემშიდ იბნ მასუდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალ-კაში ჯემშიდ იბნ მასუდი ( ? - ≈1425 ), შუააზიელი მათემატიკოსი და ასტრონომი. ავტორია შრომებისა: „არითმეტიკის გასაღები“, „ტრაქტატი წრეწირის შესახებ, „ტრაქტატი ქორდისა და სინუსის შესახებ; შემოიღო ნებისმიერი ხარისხის ფესვის ამოლების წესი მთელი რიცხვებიდან: შეადგინა ბინომური კოეფიციენტების ცხრილი: შემოიღო ათწილადები, რის შედეგადაც ათობითი პოზიციური სისტემა ნებისმიერ ნამდვილ რიცხვთა ჩასაწერად გავრცელდა.