ამაზასპ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამაზასპ II — ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის 40-იან წწ-ში. მას ქართული წყაროების გარდა იხსენიებს შაბურ I-ის (242–272 წწ.) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდი წარწერა, როგორც მეფეს, რომელმაც ძალაუფლება მიიღო შაბურის დროს; ე. ი. ამაზასპი არის შაბურ I-ის თანამედროვე.

წარწერის მიხედვით ამაზასპი იყო არა იარაღით დამორჩილებული მმართველი, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე.

ამაზასპის ირანულ ორიენტაციაზე საუბრობს ლეონტი მროველიც, რომლის მიხედვით ამაზასპმა „შეიყვარა სპარსელები“. თავისი მეფობის დასასრულს იგი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოსული სპარსელების ლაშქრით ებრძოდა რომაელებს და ბრძოლაში დაიღუპა.


ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. ქართლის ცხოვრებაში ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შეჭრილ ოსებთან (ალანებთან) მისი ბრძოლის ამბავი.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები