ამირეჯიბი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ამირეჯიბი

ამირეჯიბი კონსტანტინე მიხეილის ძე - (1869 - 1948) - პროფესორი (1927).

1893 დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი. საფრანგეთსა და გერმანიაში სამეცნიერო მივლინების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტად და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. 1927 ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, ხოლო 1931 სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1934 წლამდე.

მანანა ლილუაშვილი





ლიტერატურა

  • ქსე. ტ. I, თბ., 1975;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

კონსტანტინე ამირაჯიბი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები