ამორფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Amorfa.PNG

ამორფა — Amorpha Fruticora მიეკუთვნება პარკოსანთა — Leguminosae-ს ოჯახს. მრავალწლიანი დეკორატიული, 2-3 მ სიმაღლის ბუჩქნარია. ფოთლები კენტფრთისებრი, 9-17 სმ სიგრძის. წვრილი მჯდომარე ყვავილები სქელ, წაგრძელებულ მტევნადაა შეკრებილი, პარკი მოგრძო 7-9 სმ | სიგრძის, ერთ-ორმარცვლოვანი. თესლები — წვრილი, გლუვი, ყავისფერი. იზრდება ბაღებსა და პარკებში, მინდორსაცავ ტყის ზოლებში, იშვიათად ერთეული სახით. გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის, - სამხრეთით, შუა აზიაში. იგი გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში, მედიცინაში.

ამორფა რთული ქიმიური ნივთიერების როტენონის წყაროა. თესლი შეიცავს გლიკოზიდს, ამორფინს, რომელიც მიეკუთვნება რეტენოიდებს. იგი ძლიერ ტოქსიკურია თევზებისა და მწერების მიმართ, ხოლო ადამიანისათვის პრაქტიკულად უსაფრთხოა.

როტენონი ამორფიდან ვერ გამოჰყვეს, მაგრამ გამოჰყვეს გლიკოზიდი ამორფინი, რომელიც ითვლება ინსექტიციდური მოქმედების ნივთიერებად. ამორფინი დიდი რაოდენობითაა ამორფის ჭოტაკში. მწერების მიმართ ტოქსიკურია აცეტონით დამუშავების შემდეგ ჭოტაკისაგან მიღებული ექსტრაქტი, რომელსაც წყალში აზავებენ, ინსექტიციდური თვისებებით ხასიათდება ფხვნილიც, რომელიც სველდება ჭოტაკისაგან მიღებული ექსტრაქტით, დამაფრთხობელი თვისებებით ხასიათდება.

ა. ვასინას მიერ ჭოტაკისაგან დამზადდა ნაყენი, რისთვისაც ნედლეულს 2 დღის განმავლობაში ათავსებდა 24%-იან სპირტში, შემდეგ ნაყენიდან გამოდევნიდა სპირტს და უმატებდა წყალს 1:10 შეფარდებით, ნედლეულის წონითი ერთეულის გათვალისწინებით.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები