ამხერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამხერი, ამხერგე − სოფელი სოფელი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ლელოვნის თემში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1450-1550 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 6 კმ მანძილზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 100, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.