ანაბასისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაბასისი - (ბერძნული anabasis – აღმასვლა, სვლა ქვეყნის სიღრმეში), ლიტერატურული ნაწარმოები სამხედრო ლაშქრობის შესახებ.

ყველაზე მეტად ცნობილია ამ სახელწოდების 2 თხზულება:

1. ქსენოფონტ ათენელის „კიროსის ანაბასისი“ (ძვ.წ. IV საუკუნის I ნახევარი). ამ თხზულებაში აღწერილია სპარსელი უფლისწულის კიროსის ლაშქრობა თავისი ძმის, სპარსეთის მეფის არტაქსერქსე II-ის, წინააღმდეგ და კიროსის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ მისი 10 ათ. დაქირავებული ბერძენი მეომრის უკანდახევა შავი ზღვისაკენ. ბერძნების გზა მნიშვნელოვანწილად ქართველური ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე გადიოდა, ამიტომ ანაბასისში საინტერესო ცნობებია დაცული ამ ტომების ყოფაცხოვრებისა და სამხედრო საქმის განვითარების შესახებ.

2. არიანე ფლავიუსის „ალექსანდრეს ანაბასისი“ (ახ.წ. II საუკუნე), რომელშიც აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები