ანაგლიფური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაგლიფური რუკა – (anaglyphic(al) map, anaglyph), გამოსახულება, რომელშიც სპეციალური ორფერიანი სათვალით მხედველობით აღიქმება სამი განზომილება. ლურჯი ან მწვანე და წითელი ფერების სტერეოწყვილით მკითხველი ხედავს მოცულობით ანუ სტერეოსკოპულ გამოსახულებას. ანაგლიფური რუკებით ეფექტურია ხმელეთის ზედაპირისა და ოკეანის ფსკერის რელიეფის ფორმების აღქმა, სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული სატრანსპორტო კომუნიკაციების ანალიზი და სხვ. რელიეფის ანაგლიფური გამოსახულება შეიძლება ჩაიბეჭდოს რაიმე შინაარსის რუკაში მსუბუქი ტონებით, მოთავსდეს გეოგრაფიულ ატლასში ან რუკა-ბუკლეტში სათვალესთან ერთად. კომპიუტერული გრაფიკის მეთოდები ანაგლიფური რუკის ეკრანზე მიღების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლო პროცესში გამოიყენება, როგორც რელიეფის თვალსაჩინო მოდელი.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები