ანაქსიმანდრე მილეტელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი რომაული მოზაიკა, ანაქსიმანდრეს გამოსახულებით მზის საათით ხელში

ანაქსიმანდრე მილეტელი – (ძვ. ბერძნ. Ἀναξίμανδρος, ძვ. წ. 611-547) — ძველბერძენი ფილოსოფოსი, თალესის მოწაფე დაბადებული ქალაქ მილეთში, ნატურფილოსოფოსი.

ანაქსიმანდრემ მსოფლიო საწყისის ძებნა სამყაროში არსებულ ნივთიერებებში კი არ დაიწყო, როგორც თალესმა; მისი აზრით მსოფლიოს საწყისი (άρχή) განუზომელია (άπειρος) – რიცხობრივად, ხოლო თვისობრივად განუსაზღვრელია, უკვდავია. ამ რაღაც გაურკვეველი საწყისიდან რომელიც ერთსა და იმავე დროს სითბოსაც და სიცივესაც შეიცავს, წარმომდგარია სისველე, საიდანაც ვიღებთ: გაშრობით მიწას, აორთქლების გზით ჰაერსა და შემდეგ ცეცხლს. ამრიგად, მსოფლიოს ვღებულობთ წინააღმდეგობათა შეერთების გზით. კონკრეტულად მას თავის თხზულებაში „ბუნების შესახებ“, რომელიც პროზაულად ყოფილა დაწერილი, მოცემული აქვს ცხოველთა, წარმოშობის გზაც. ასე, მაგალითად, ის ამბობდა: მიწის შრობისდა მიხედვით (მიწა კი თავდაპირველად თხევად მდგომარეობაში იყო) ცხოველი თანდათან იცვლიდა თავის სახეს; თავდაპირველად ცხოველები თევზისნაირნი იყვნენ, ხოლო შემდეგ გარდაიქცნენ ხმელეთის ცხოველებად.

ანაქსიმანდრემ პირველმა დაამზადა დედამიწის რუკა და ცის სფეროს მოდელი, შემოიღო საბერძნეთში მზის საათი. ანაქსიმანდრეს რუკის თავისებურებას შეადგენს ხმელეთით გარემოცულ ზღვის აუზზე წარმოდგენა რომელიც თავის მხრივ შემოსაზღვრულია გარე წყლის რგოლით.

მის კოსმოგონიაში გვხვდება დიალექტიკის ელემენტები (მატერიის მუდმივი მოძრაობა). დედამიწა ანაქსიმანდრეს წარმოდგენილი ჰქონდა ცილინდრის ფორმით, გარშემორტყმული ცის სფეროთი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები