ანდერძი (შეწირულობის გაცემის დოკუმენტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდერძი – წერილობითი ან ზეპირი განკარგულება. დანაბარები.

ისტორიული საბუთი, იურიდიული აქტი, შეწირულების გაცემის დოკუმენტი. ასეთი ყოფილა წმ. შიოს (VI ს) ანდერძი რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრული იყო მის მიერ დაარსებული მონასტრის სამართლებრივი მდგომარეობა. ანდერძი დასახელებულია დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმისათვის ბოძებულ. საბუთში (1 124): „არცა ვის სხუასა საქმე უც მღჳმესა თანა და არცა მღჳმისა ქუაბთა, ვითარიგი თჳთ სანატრელისა, მამათა ნათლისა შიოის ანდერძში სწერია – უფალი მღჳმისა ღმერთია, მეუფე წმიდათ მამა შიოჲ“. თვითონ დავითმა შიომღვიმის მონასტერს შეუდგინა ცალკე საბუთი-ანდერძი (1 124), რომლითაც დაუმტკიცა ძველი ქონება და გაიღო ახალი შეწირულებანი. ამ საბუთს ტექსტშივე ოთხ ადგილას ანდერძი ეწოდება: „ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა" (სტრ. 5); „მონასტერსა ანდერძითა ამით შემოგვედრებ' (სტრ. 137); „ანდერძი ესე ჩემი შეცვალებად იურვოს“ (სტრ. 143) და „სხუაჲ უახლესი ანდერძი დავწერო“ (სტრ. 159). მეტი სიმტკიცისათვის, ნუსხურით ნაწერი ანდერძის პირველი და ბოლო სტრიქონები მეფეს დაუწერია საკუთარი ხელით, მხედრულით: 1. „ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს მიწყიეს“, 2. „სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“ (სამწუხაროდ, ანდერძის დედანი დაიწვა 1919 ჩრდილოეთ კავკასიაში სამოქალაქო ომის დროს, სადაც იგი სხვა ძველ ქართულ საბუთებთან ერთად გადამალეს 1915 თურქეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო. ამ ორ მეტრზე მეტი სიგრძის საბუთიდან მცირე ფრაგმენტი – 28–26 სმ და ფოტოპირია მხოლოდ შემორჩენილი).

ანდერძს უწოდებს შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ საბუთს XIII ს. შუა ხანების საქართველოს ერთ-ერთი დიდმოხელე – მსახურთუხუცესი, ერისთავთა ერისთავი, ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი. საბუთს ამოწმებს „არსენი ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზ-მწიგნობართუხუცეს ყოფილი და აწ უდაბნოსა მღუიმისასა შინა მწირობად შემოსრული“, რომელსაც უთხოვია გრიგოლ სურამელისათეის ამ საბუთის გაცემა. დამტკიცების ბოლოს იგი ღმრთისმშობელს მიმართავს: – ვინც ამ საბუთში აღნიშნული პირობები დაარღვიოს, „შენზედა დამიგდია ანდერძადო“, აქედან შეიძლება ანდერძის კიდეე ერთი მნიშვნელობის გამოყოფა – ამა თუ იმ პირისათვის რაიმე საქმის მინდობა აღსასრულებლად.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები