ანდრეევი ლეონიდ
ლეონიდ ანდრეევი – (რუს. Леони́д Никола́евич Андре́ев), (1871-1919), რუსი მწერალი, დრამატურგი. რუსული სიმბოლიზმის მკაფიო წარმომადგენელი. იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რევოლუციამდელი დრამატურგი.
დრამებში „ვარსკვლავებისაკენ“, „მეფე შიმშილი“, „სავა“ მოცემულია ანარქიულ-ინდივიდუალისტური ბუნტი არსებული სინამდვილის მიმართ და ამავე დროს ურწმუნობა სოციალური თუ ზნეობრივი პროგრესისადმი. ამავე განწყობილებას გამოხატავს იგი თავის მომდევნო დრამებში „ადამი ანის ცხოვრება“, „ანათემა“. ბნელი, ირაციონალური ძალების მეუფება ასახულია დრამაში „შავი ნიღბები“. სიმბოლისტურ პრინციპებზე უარს ამბობს პიესებში „ანფისა“, „პროფესორი სტორიცინი“, „ეკატერინე ივანეს ასული“, „აზრი“. მათში გადმოცემულია ბნელეთის ძალების მუდმივი გამარჯვების იდეა, ქაოსის ყოვლისშემძლეობა. ასეთივე პესიმისტურია მისი პიესებში „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ და „Gaudeamus“.
პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერა პატრიოტული პიესა „მეფე, კანონი და თავისუფლება“. მისი ბოლო პიესებია მელოდრამები „ის, ვისაც სილას აწნავენ“, „ძაღლის ვალსი“, „საამური აჩრდილები“ (დაწერილია ფ. დოსტოევსკის ბიოგრაფიის მოტივებზე). მან არ მიიღო 1917 წლის რევოლუცია. გარდაიცვალა ემიგრაციაში (ფინეთი).
გამოცემები ქართულ ენაზე
- დამიანის ცხოვრება : წარმოდგენა 5 სურათად პროლოგით / თხზულ. ლეონიდ ანდრეევისა; თარგმანი [ივ.] ზურაბიშვილისა.
- ქურდი / ლეონიდ ანდრეევი; თარგმნა ე. გიორგაძემ.
- წითელი სიცილი: [მოთხრობა] / თარგმანი ილ. ხირსელისა.
- აჩრდილები: [მოთხრობა] / ლეონიდ ანდრეევი; თარგმნა ედიშერ გიორგაძემ.
- იუდა ისკარიოტელი: [მოთხრობა] / ლეონიდ ანდრეევი; რუს. თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ; რედ. ვახტანგ ბახტაძე.
- ორტომეული / ლეონიდ ანდრეევი; რედაქტორი ირინა ჯანდიერი; ყდის დიზაინი ირმა ლიპარტელიანი.
- სჯანი : [მოთხრობა] / ლეონიდ ანდრეევი; თარგმნა თამაზ გოდერძიშვილმა; რედაქტორი თამაზ ჯოლოგუა.
- შვიდი ჩამოხრჩობილის ამბავი : [მოთხრობები] / ლეონიდ ანდრეევი; რუს. თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ; რედ. ვახტანგ ბახტაძე.