ანეროიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანეროიდი – (ბერძ. nērós წყალი, სითხე, ნედლი), ბარომეტრის სახეობა, რომელიც წარმოადგენს ლითონის გოფრირებულ კოლოფს, რომლიდანაც გამოდევნილია ჰაერი. გარე წნევის ცვალებადობის მიხედვით კოლოფი ფართოვდება ან იკუმშება და ამ პროცესთან მექანიკურად დაკავშირებული ისარი დანაყოფებიან სკალაზე აჩვენებს წნევის სიდიდეს. გამოიყენება ექსპედიციებში წნევის გასაზომად.