ანთეოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთეოპოლისი – ქალაქი ძველ ეგვიპტეში, სავარაუდოდ მდებარეობდა ნილოსოს აღმოსავლეთ სანაპიროზე ზემო ეგვიპტის მეათე ნომში, თანამედროვე კაუ ელ ქებირთან.

ქალაქში ეთაყვანებოდნენ სეტხს და მოგვიანებით ანტიუის, მებრძოლ ღვთაებას, რომელიც სეტხის და ხორის, ან ორი ხორის ერთგვარ სინკრეტულ ერთობას წარმოადგენდა (ეგვ. ntjwj, „ორი ბრჭყალებიანი“). ბერძნებმა ანტიუი ანთეოსთან გააიგივეს. დიოდორეს ცნობით, აქ მოხდა ხორის და სეტხის შებრძოლება. ნომების ეგვიპტურ სიებში მეათე ნომის დედაქალაქად ან ტიებუ, ან მეორე ქალაქი, „dw w“, ეგვ. „ „მაღალი მთა“ არის დასახელებული. არაბული კაუ ელ ქებირი ამ უკანასკნელის გამოძახილს წარმოადგენს. აქ მდებარეობდა პტოლემაიოს IV ფოლოპატორის მიერ ანთეოსისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელიც კიდევ უფრო გაადიდა მარკუს ავრელიუსმა. ტაძარი დაინგრა XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ნილოსის ადიდების დროს. დღეს კაუ ელ ქებირის ირგვლივ მდებარე კლდეები საინტერესოა ეგვიპტის XII-XIII დინასტიების მოხელეების სამარხების და კლდეზე გამოსახული ანტიუის და მისი მეუღლის, ნეფტიდას რელიეფების გამო. გათხრები გასული საუკუნის ოციან წლებში დაიწყო ფ. პეტრიმ. ტიებუ მოხსენიებულია ასევე მკვდართა წიგნის 125 (ე.წ. „ცოდვების უარყოფის“) თავში, სადაც გარდაცვლილი მოახსენებს მიწისქვეშეთის 42 დემონს 42 ცოდვის ჩაუდენლობის შესახებ. ერთ-ერთი დემონის სახელია „შენ, ვინც შენი სურვილის მიხედვით მოქმედებ, ვინც მოდიხარ ტიებუდან“.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები