ანოპლოცეფალიდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანოპლოცეფალიდოზები - (anoplocephalidoses; გვარის დასახელება anoplocephala + ბერძნ. id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს + oses დაავადებები), ჰელმინთოზები. აღმძვრელები – Anoplocephalidae-ს ოჯახის ცესტოდები, პარაზიტობენ მცოხნელი და კენტჩლიქიანი ცხოველების, მღრღნელების ნაწლავებში. ანოპლოცეფალიდოზები-დოზების ჯგუფი მოიცავს მცოხნელთა მონიეზიოზებს, ცხენის, სახედრის, ჯორისა და ჯორცხენას ანოპლოცეფალოზებსა და პარანოპლოცეფალოზს უპირატესად ავადდება მოზარდეული. გავრცელებულია ყველგან.