ანოსმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანოსმია - (anosmia), ყნოსვის დაკარგვა მექანიკური წინააღმდეგობის არსებობის (სასუნთქი გზების გაუვალობის) გამო ან იმ ნერვული მექანიზმების დაზიანების შედეგად, რომლებიც შეგრძნების ამ ფორმასთან არის დაკავშირებული.

ამ დაავადების თანდაყოლილი ფორმები ძალიან იშვიათია. მაგალითად, ე.წ. TURNER-ის სინდრომი.

მისი ძირითადი მიზეზი ჰიპოგონადიზმია.

დანარჩენ შემთხვევაში, ის შეძენილია შემდეგი მიზეზების გამო:

— ქალა-ფუძის ტრავმები;
— ქალას წინა ნაწილის ქირურგიული ოპერაციები;
— გრიპოზული დაავადების შემდეგ (ვირუსული ეტიოლოგია);
ცხვირის ორმხრივი ობსტრუქცია: სურდო, პოლიპოზი, სხვა სიმსივნეები;
— ოზენა;

ტრავმების და გრიპის შემდგომი ანოსმია, შესაძლოა გამოსწორდეს. ამისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია კორტიკოთერაპია.

სასურველია მკურნალობა პირველი 10 დღის მანძილზე დავიწყოთ.

რინიტების და პოლიპოზის დროს, ძირითადი დაავადების რემისიისას, ყნოსვა პერიოდულად უმჯობესდება.

ქალა-ფუძის სიმსივნეების დროს, ანოსმია პროგრესული ხასიათისაა და მისი გამოსწორება ძირითადი მიზეზის აღმოფხვრის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა.

აღსანიშნავია, რომ ყნოსვის დაკარგვის პროგრესირება აუცილებლად უნდა გვაფიქრებდეს ქალა-ფუძის სიმსივნეების არსებობაზე.

ანოსმიას თან სდევს გემოს დაკარგვა, რაც არა მარტო მადის და ცხოვრების ხალისის დათრგუნვას იწვევს, არამედ სიცოცხლისთვისაც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, იმ მიზეზის გამო, რომ შესაძლებელია ადამიანმა ვერ შეამჩნიოს მომწამლავი აირის სუნი, არსებობს უვარგისი და საშიში სასმელის შემთხვევით დალევის საფრთხეც.

გემოს დაკარგვა შესაძლებელია წამლის (მაგალითად, კაპტოპრილი – წნევის წამალი), ან ყურზე ქირურგიული ჩარევის დროს, chorda tympani-ს დაზიანების მიზეზითაც გაჩნდეს. ეს დისფუნქცია, როგორც წესი, კომპენსირდება 2-3 კვირაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები