ანსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ანსელი

ანსელი – (Ancelle, Ансель), კლიმატური, სამთო-სათხილამურო cსამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, პროვანს-ალპების-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში, ზემო ალპების დეპარტამენტის გაპის ოლქში, ქ. გრენობლიდან 106 კმ-ში, სამხრეთ აღმოსავლეთით. შედის სენ-ბონე-შანსორის კანტონის შემადგენლობაში და მდებარეობს სამხრეთ ალპებში, ზღვის დონიდან 1340 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა –ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 15,4°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,5°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1012 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (284 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (230 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ნოემბერი (100 მმ), ყველაზე მშრალი – ივლისი (61 მმ).

კურორტის ტერიტორიაზე გვხვდება: მუხის, წიფლის, ნაძვის, ფიჭვისა და სოჭის ნარგავები. ანსელის მიდამოებში გავრცელებულია მუხნარი და წიფლნარი.

ანსელის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ანსელის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ანსელში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, სკაი-სკორინგი და სხვ; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ანსელის მიდამოებში (ეკრენის ნაციონალური პარკი, 3 კმ-ში ანსელიდან; რომაულ-კათოლიკური ტაძარი Notr-dam-de-Lo, ანსელიდან 24 კმ-ში და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები