ანტიფონური შესრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიფონური შესრულება – ხალხური ნაწარმოების გუნდური შესრულების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული სახე. სრული სახით აღწერილი აქვს ალექსანდრე ორბელიანს (1061):

„ქალნი და კაცნი ორ დასად გაყოფილი, ერთმანეთის პირდაპირ კარგა მოშორებით, ხელიხელ გაბმულები (იდგნენ) მწკრივად. ჯერ ერთი გაბმული დასი წამოვიდოდა თავის პირისპირ დასისა, წყანარად მომავალნი და ამას მღეროდნენ: „სამაია სამთაგანა, რა ტურფა რამ ხარო“... მერე „ის მეორე დასი ჩამოართომეყდა სიმღერას პირველ დასს, თან პირველის დასის რიგით წარმოვიდოდა და იმათის რიგით შეასრულებდა იმ წესსა. ეს ორი გაყოფილი დასი ხან ერთი მივიდოდა მეორესთან, ხან მეორე პირველთან, მაგრამ თანდათან კი აჩქარებდნენ სიმღერას თავის შეწყობილის ლექსებით“. შესრულების ასეთი წესი ყველაზე სრული ფორმით შემოინახა შრომის იმ სიმღერებმა რომლებიც „ნადურის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ანტიფონურ შესრულებას დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი ტერმინი –„ორბუნი“ გააჩნია.

ჯ. ბარდაველიძე


ლიტერატურა

ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები