ანტროქოანალური კილიანის პოლიპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კილიანის ორმუცელა პოლიპი

ანტროქოანალური, კილიანის პოლიპი — ამ დაავადების მქონეთა ძირითადი ასაკი 14-18 წლამდე მერყეობს. ეს ფიბრომიქსომა, როგორც წესი, ფესვს ჰაიმორის სინუსიდან იღებს და შემდეგ, შუა სავალით, ქოანისაკენ მიემართება. ეს ორმუცელა პოლიპი ერთ ნაწილით ჰაიმორში იზრდება და მას მოიცავს და მეორე ნაწილით – ცხვირ-ხახაში მდებარეობს.

მისი საწყისი, ასევე, შეიძლება ეთმოიდურ უჯრედებშიც იყოს.

როგორც წესი, მისი სრული ამოკვეთა განკურნებას იწვევს და რეციდივი იშვიათია. თუმცა, აუცილებელია ამოკვეთილი მასალის ჰისტოლოგიური კვლევა და დიაგნოზის დაზუსტება.

კლინიკური სიმპტომატიკა

დაავადების მიმდინარეობა ძალიან ნელია და ხშირად მისი აღმოჩენა ცხვირის ცალმხრივ ობსტრუქციაზე ჩივილის გამო ხდება.

წინა რინოსკოპიით შესაძლოა არც ჩანდეს და ამიტომ საჭირო ხდება ფიბროსკოპიული დათვალიერება და უკანა რინოსკოპია, რომლითაც ჩანს მოყვითალო-მორუხო ფერის დიდი მასა ცხვირ-ხახაში.

უკანა რინოსკოპია, კილიანის პოლიპი

ხახის ნაწილი ხშირად ნეკროზულ, ჩირქოვან ხასიათს იღებს. შესაძლოა ამან შეცდომაში შეგვიყვანოს და სხვა, უფრო ცუდი პათოლოგია გვეგონოს, მაგალითად, ნაზოფარინგეალური ფიბრომა. დიფერენციალური დიაგნოსტიკა კლინიკური ნიშნით – ჰემორაგიის არარსებობით ხდება. კილიანის პოლიპი არასდროს არის სისხლმდენი.

მკურნალობა

CT კვლევის შემდეგ, მკურნალობა ხდება ოპერაციულად, ენდოსკოპიური პოლიპექტომიით, რომლის დროსაც ხდება იმ წიაღის (ჰაიმორის ან ეთმოიდის) აბლაცია, საიდანაც იწყება პოლიპი.

NOTA BENE
  • ცხვირის ობსტრუქციის დროს, სასურველია ცხვირ-ხახის რევიზია;
  • ცხვირის პოლიპოზის დროს, CT კვლევა აუცილებლობაა;
  • პოლიპის ოპერაციული მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა იყოს რეციდივი;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები