აპოლოდოროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოლოდოროსი – (ძვ. ბერძ. Ἀπολλόδωρος), ძვ.წ. V ს-ის II ნახევარში ათენში მოღვაწე ბერძენი ფერმწერი. აპოლოდორეს ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. პლინიუსის ცნობით, იგი პირველი იყო ბერძენ ფერმწერთა შორის, ვინც ფიგურის ჩრდილი გამოსახა. ამიტომ მას მეტსახელად „სკიოგრაფს“ ეძახდნენ რაც „ჩრდილების მხატვარს“ ნიშნავს.

დღემდე აპოლოდორეს არცერთი ნამუშევარი არ არის შემორჩენილი. ცნობილია მისი ორი ნახატის სახელწოდება: „მღვდლის ლოცვა“ და „ელვით განათებული აიაქსი“. აპოლოდოროსის ნახატები პერგამონში ინახებოდა და ძველი რომაელების დროს აღფრთოვანებას იწვევდა.



წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები