აპროქსიმაცია (კარტოგრაფია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აპროქსიმაცია – (approximation), მეცნიერული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ობიექტების უფრო მარტივი, კვლევისათვის მოსახერხებელი ობიექტებით ჩანაცვლებისათვის. გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში აპროქსიმაცია არის რთული დამოკიდებულებების გამარტივების საშუალება. იგი კვლევის კარტოგრაფიული მეთოდის შემადგენელი ნაწილია, ვლინდება ისეთი გამოსახულების შექმნით, რომელზეც მოვლენები ერთმანეთთან ფუნქციურ ან სტატისტიკურ დამოკიდებულებაში იმყოფებიან და გამოდგებიან მათემატიკური ანალიზისათვის, მაგ.: სამგანზომილებიანი გამოსახულების აპროქსიმაცია რელიეფის ციფრული მოდელის დამუშავებისას.