არადიფერენცირებული სომატოფორმული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არადიფერენცირებული სომატოფორმული აშლილობა - წარმოადგენს რეზიდუალურ კატეგორიას ისეთი აუხსნელი სომატური სიმპტომების კლასიფიკაციისთვის, რომლებიც მინიმუმ ექვსი თვის მანძილზე გრძელდება და არ არის საკმარისი სომატიზებული აშლილობის დიაგნოზის დასასმელად.

სომატიზებულ აშლილობასთან შედარებით უფრო გავრცელებული მდგომარეობაა არადიფერენცირებული სომატოფორმული აშლილობა. აუხსნელი სიმპტომების რაოდენობისა და გავრცელების შესახებ არსებული მონაცემები არ იძლევა ამ ორი აშლილობის მკვეთრად ურთიერთგამიჯვნის საშუალებას. აქედან გამომდინარე, გამოითქვა მოსაზრება, რომ სომატიზებული აშლილობის კრიტერიუმები ნაკლებად შემზღუდავი უნდა იყოს. (მაგ., Escobar et al., 1998). ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია, სინდრომის სუბიექტურად, აუხსნელი სომატური სიმპტომების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა, მიჩნეული დაუსაბუთებლად, ვინაიდან კვლევებით შედეგად ასეთი მდგომარეობების სპექტრია გამოვლენილი.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები